Belive

კლაუდიო რანიერი ბრუნდება?! - მას მხოლოდ ნაკრების გაწვრთნა სურს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

73 წლის იტალიელი მწვრთნელი - კლაუდიო რანიერი, სამწვრთნელო კარიერაში დაბრუნებას კვლავ აპირებს. ამის შესახებ მან იტალიურ სპორტულ მედიაგამოცემა "Corriere della Sera"-სთან ისაუბრა.

"ვაღიარებ, რომ მსურს კვლავ დავბრუნდე სამწვრთნელო კარიერაში, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი.

დიდი სიამოვნებით დავბრუნდები, თუმცა მხოლოდ ეროვნული ნაკრების ჩაბარება მსურს, კლუბებისთვის მზად აღარ ვარ...

შევხედოთ, თუ ნაკრებები დაინტერესდებიან ჩემით, მზად ვარ წინადადებები განვიხილო - შარშან დავასრულე სამწვრთნელო კარიერა, თუმცა მივხვდი, რომ ამ საქმის გარეშე ცხოვრების ბოლომდე ვერ ვიცხოვრებდი.

აქვე აღვნიშნავ, რომ ერთადერთი ნაკრები, რომლის წინადადებასაც არ განვიხილავ, იტალიაა. არ მსურს ამ ნაკრებში მუშაობა, რადგან ვფიქრობ, რომ სპალეტი თავის საქმეს იდეალურად შეასრულებს..." - კლაურიო რანიერი

შეგახსენებთ, რომ კლაური რანიერის სამწვრთნელო კარიერა 1987 წელს დაიწყო. 1991 წლიდან იგი "კალიერის" მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი ისეთ საფეხბურთო გრანდებში იმუშავა, როგორიცაა: "ნაპოლი"; "ფიორენტინა"; "ვალენსია"; "ატლეტიკო"; "ჩელსი"; "იუვენტუსი"; "რომა"; "ინტერი"; "მონაკო" და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრები.

აქვე შეგახსენებთ, რომ კლაუდიო რანიერი იყო სწორედ ის მწვრთნელი, რომელმაც "ლესტერს" ყველაზე მოულოდნელი და სენსაციური პრემიერ ლიგის ტიტული მოაგებინა.

სხვა სტატიები