დიოგუ ჟოტას გარდაცვალებას ცნობილი ფეხბურთელები ეხმაურებიან
რამდენიმე საათის წინ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. "ლივერპულისა" და პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი დიოგუ ჟოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა ესპანეთში, სანაბრიის რეგიონის ქალაქ ზამორასთან მოხდა. ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ გასაჯაროვებულა.
პორტუგალიელის გარდაცვალებას ცნობილი ფეხბურთელები და ლეგენდები გამოეხმაურნენ:
"დიოგუ ჟოტაზე და მის ძმაზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ჩემი სიყვარული და საუკეთესო სურვილები მის ოჯახს" - გარი ნევილი
"ძალიან გულდასაწყვეტია. ჩემი ფიქრები დიოგუ ჟოტასთან, ანდრე სილვასთან, მათ ოჯახთან და მეგობრებთანაა" - რიო ფერდინანდი
"დღეს დილით დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის, ანდრეს შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა. ჩემი ფიქრები მათი ოჯახის წევრებთანაა. განსაკუთრებით მის მეუღლეს რუტეს და მათ სამ საყვარელ შვილებს ვუსამძიმრებ" - ჯეიმი კარაგერი
"ძალიან სამწუხაროა" - ალან შირერი
"ჩემი ღრმა მწუხარება მის ოჯახს და თანაგუნდელებს. მშვიდად განისვენე" - ჟოაუ ნევეში
"დოიგუს შესახებ ინფორმაცია ახლა გავიგე. ვერ ვიჯერებ. განადგურებული ვარ" - პეპე
"მშვიდად განისვენე დიოგუ. ამის მოსმენა ძალიან სამწუხაროა" - ეშლი იანგი
"მშვიდად განისვენე" - იკერ კასილასი