Belive

კლას-იან ჰუნტელაარი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"აიაქსის" თავდამსხმელი კლას-იან ჰუნტელერი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს. ნიდერლანდელი ფორვარდის დაბრუნების სურვილი გელზენკირხენის "შალკემ" გამოთქვა, რომელმაც ეს საკითხი კლუბის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილა. "შალკე" ეძებს გამოცდილ თავდამსხმელს, რომელიც ადვილად ადაპტირდება კლუბთან. ჰუნტელერს, რომელიც ამ პარამეტრებს შეესაბამება, უკვე დაუკავშირდა გერმანული კლუბი. თავდამსხმელის კონტრაქტი "აიაქსთან" სეზონის ბოლოს იწურება. "პსვ ეინდჰოვენის" აღზრდილმა ფეხბურთელმა, რომელიც მანამდე მადრიდის "რეალში" ირიცხებოდა, 2010-17 წლებში "შალკეს" შემადგენლობაში ითამაშა. 37 წლის შემტევმა გერმანულ გუნდში 175 მატშჩი 126 გოლის გატანა და 35 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებდა. "მილანის" ჰეერენვენის" და "გრააფსხაპის" ყოფილი ფორვარდი "ღმერთის შვილებში" 2017 წლის პირველ ივლისს დაბრუნდა და საერთო ჯამში, ამ კლუბის შემადგენლობაში 256 შეხვედრაში 156 გოლის გატანა და 43 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მას კონტრაქტი 2021 წლის ივნისში უმთავრდება.

სხვა სტატიები