Belive

კლაკსვიკის მეკარემ რამდენიმე წლის წინ კარიერის დასრულება გადაწყვიტა და მცველადაც თამაშობდა

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში ფარერების ჩემპიონმა, ,,კლაკსვიკმა'' შვედური ,,ჰაკენი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი, ,,კლაკსვიკის'' მეკარე, იონათან იოჰანსონი იყო, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერიაში ერთი პენალტი მოიგერია (მეორე მეტოქემ კარს ააცილა).

იოჰანსონს საინტერესო ბიოგრაფია აქვს - 2021 წელს მეკარემ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რაზეც შვედურ მედიასთან თავად ისაუბრა:

,,ამ წლის აპრილში, ელექტრიკოსად ვმუშაობდი, როცა მეგობარმა დამირეკა და ნორვეგიის მე-5 ლიგის გუნდში მცველად თამაში შემომთავაზა. რამდენიმე თვის შემდეგ, მაგნე გოსეტი (კლაკსვიკის მწვრთნელი) დამიკავშირდა და მკითხა, მინდოდა თუ არა მეორე მეკარე ვყოფილიყავი. მცირეხნიანი შვებულება ავიღე, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა...

რა უნდა ვთქვა?! 6 კვირის წინ, ოსლოში ბევრს ვმუშაობდი, ახლა კი შანსი მაქვს, რომ მინიმუმ კონფერენს ლიგაზე ვითამაშო. სწრაფი მოგზაურობაა...'' 

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით, გუნდებმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე გაინაღდეს, რაც ,,კლაკსვიკისთვის'' ისტორიული მიღწევაა.

აქამდე ფარერების ჩემპიონის საუკეთესო შედეგი ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში თამაში იყო, სწორედ იმ სეზონში მოუგო გუნდმა ,,დინამო თბილისს'' 6:1.

,,კლაკსვიკი'' შემდეგ ეტაპზე ,,მიოლდეს'' დაუპირისპირდება. მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები