Belive

კლაკსვიკი ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში ფარერების ჩემპიონმა, ,,კლაკსვიკმა'' შვედური ,,ჰაკენი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა, გამარჯვებული საპასუხო მატჩის ვერც ძირითად და ვერც დამატებით დროში გამოვლინდა (2:2; 1:1), საბოლოოდ კი მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური ,,კლაკსვიკმა'' გაიფორმა.

ფარერის კუნძულების გუნდი შემდეგ ეტაპზე ,,მიოლდეს'' დაუპირისპირდება. მატჩები 8 და 15 აგვისტოს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით, გუნდებმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში უკვე გაინაღდეს, რაც ,,კლაკსვიკისთვის'' ისტორიული მიღწევაა.

აქამდე ფარერების ჩემპიონის საუკეთესო შედეგი, ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში თამაში იყო, სწორედ იმ სეზონში მოუგო გუნდმა ,,დინამო თბილისს'' 6:1.

სხვა სტატიები