ავსტრიის ჩემპიონატი დაიწყო | კიტეიშვილმა გამოტოვა - მამაგეიშვილმა 20 წუთი ითამაშა
ავსტრიის საფეხბურთო ბუნდესლიგა დაიწყო - პირველ ტურში ტიროლმა გრაცის შტურმს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
პირველივე მატჩი გამოტოვა ოთარ კიტეიშვილმა - ქართველი განაცხადში საერთოდ არ ყოფილა, ოფიციალური ვერსიით მას ტრავმა აქვს. გიზი მამაგეიშვილი შეხვედრაში 72-ე წუთზე ჩაერთო.
ანგარიში 29-ე წუთზე გრაცელების 23 წლის თავდამსხმელმა, სიმონ ვლოდარციკმა გახსნა, ხოლო მასპინძელთა მხრიდან 42-ზე, მაიკლ ოლაკიგბემ გაათანბრა.
მოედანზე შემოსვლის შემდეგ, გიზის 6-და 6 ზუსტი გადაცემა ჰქონდა - მისი შეფასება 6.5-დან 6.8-დეა (flashscore-სა და sofascore-ის მონაცემებით).
5 აგვისტოს შტურმს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის - ქართველების გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, ფენერბაჰჩეს დაუპირისპირდებიან (გამეორებითი მატჩი 11 აგვისტოს შედგება).
Das war’s – wir trennen uns von der WSG Tirol mit einem 1:1-Unentschieden! 🏁 #sturmgraz #AdmiralBL #WSGSTU
— SK Sturm Graz (@SKSturm) August 1, 2026
____________
WSG 1:1STU |⏱️90+6' pic.twitter.com/TMm1FTdxY9