კიტეიშვილის აღიარება - ქართველი მეორედ დაასახელეს ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიაში გამართულ ღონისძიებაზე (ბრუნო გალაზე), ქართველი ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ოთარმა "შტურმში" თანაგუნდელებს, ჯონ გორენც სტანკოვიჩსა და ალექსანდრ პრასს აჯობა.
კიტეიშვილმა წინა სეზონში ქვეყნის ჩემპიონატი და თასი მოიგო, სეზონის დასრულების შემდეგ კი, მწვრთნელებისა და კაპიტნების გადაწყვეტილებით, საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ასე რომ, ეს ქართველის მეორე აღიარებაა.
'ბრუნო გალა' ავსტრიის ბუნდესლიგის ტრადიციული ღონისძიებაა. „ბრუნო“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) ყოველწლიურად იმართება, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე 3 ფეხბურთელის კანდიდატურას წარადგენენ – ღონისძიების ორგანიზატორი ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირია.