კიოლნის მწვრთნელი ბუდუ ზივზივაძეს უფრთხის
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბუნდესლიგა 2-ის მე-7 ტურში "კიოლნი" საკუთარ მოედანზე "კარლსრუეს" მიიღებს. მატჩის წინ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, გერჰარდ შტრუბერმა ბუდუ ზივზივაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ყველაზე დიდ ხიფათს ქართველისგან ელის.
ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ჩვენს ლიგაში. მომენტის უზადოდ დასრულების ხარისხი აქვს და გოლის გასატანად ბევრი მომენტი ნამდვილად არ სჭირდება.
ჩვენ მას სივრცე არ უნდა მივცეთ, ზივზივაძეს შეუძლია ისე ითამაშოს, რომ მისი გუნდელები კარგ პოზიციაში აღმოჩნდნენ, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს. - განცხადა გერჰარდ შტრუბერმა
ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგა 2-ის ბომბარდირთა დავას 6 გოლით ლიდერობს (ერთი საგოლე გადაცემაც აქვს. 6 ტურიის შემდეგ კარლსრუე 14 ქულით პირველ ადგილს დიუსელდორფის "ფორტუნასთან" იყოფს. კიოლნთან მატჩი 29 სექტემებერს გაიმართება.