Belive

ჰაიდენჰაიმის უმნიშვნელოვანესი 3 ქულა | ბუდუ ზივზივაძის შეფასება

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგი" 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მარვინ პირინგერმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.

ბუდუ ზივზივაძემ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო, მატჩის მიწურულს დამატებულ მე-2 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო და მოედნიდან გავიდა, ჯერჯერობით უცნობია ბუდუს ტრავმის სირთულე. Sofascore-მა ქართველი ფორვარდი 6.9-ით შეაფასა, მან ერთხელ კარში დაარტყა და 3-ჯერ კარისკენ, 4-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და ერთი წარმატებული გამოდგა, ბურთს 39-ჯერ შეეხო, 26 გადაცემიდან 19 ზუსტად შეასრულა, 14 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 4-ში დარჩა.

"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგის ცხრილში 22 ქულით მე-16 პოზიციაზეა (6 მოგება, 4 ფრე, 17 მარცხი), მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 5 აპრილს 17:30 საათზე "ლევერკუზენის" წინააღმდეგ გამართავს. "ჰაიდენჰაიმს" გასავარდნი ზონიდან ამოსასვლელად 3 ქულა სჭირდება, წინ 25 ქულით "სანკტ პაულია".

ბუდუ ზივზივაძეს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.