Belive

კინგსლი კომანს აქლემის ვირუსი დაუდასტურდა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - დიდიე დეშამმა დაადასტურა, რომ ნაკრების შემტევს - კინგსლი კომანს აქლემის ვირუსი დაუდგინდა.

დეშამმა ასევე აღნიშნა, რომ კომანი მესამე ფეხბურთელია დაიო უპამეკანოსა და ადრიან რაბიოს შემდეგ, რომელსაც ეს ვირუსი მუნდიალის მიმდინარეობისას გამოუვლინდა.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკოს ზღაპრული თავგადასავალი საფრანგეთის ნაკრებმა დაასრულა. ფრანგებმა ნახევარფინალში აფრიკელები 2:0 დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

რაბიო და უპამეკანო, რომლებიც ნახევარფინალამდე რეგულარულად თამაშობდნენ დეშამის გუნდში, იძულებულნი გახდნენ ნახევარფინალური მატჩი გამოეტოვებინათ, რადგან მათ მაღალი სიცხე და ვირუსი აწუხებდათ.

ფრანგები ამ ვირუსით, რომელიც ცნობილია როგორც "აქლემის ვირუსი" შეშფოთებულები არიან, რაბიო დააბინავეს იზოლირებულ სასტუმროში იმ მიზეზით, რომ სხვა ფეხბურთელებს არ გადასდებოდათ, თუმცა უპამეკანოსა და კომანს მსგავსი ვირუსი აღმოაჩნდათ და მათი თამაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საეჭვოა.

რა არის აქლემის გრიპი?!

„აქლემის გრიპი“ არის რესპირატორული დაავადება, რომელსაც იწვევს კორონავირუსი სახელწოდებით - MERS-CoV-ი. ის პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში აღმოაჩინეს, საიდანაც შემდგომში სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ინფექციის წყაროდ აქლემები ითვლებიან. „აქლემის გრიპის“ ყველაზე მასშტაბური აფეთქება არაბეთის ნახევარკუნძულის გარდა, 2015 წელს სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.

ვირუსი დაუდგინდა მამაკაცს, რომელიც კორეაში საუდის არაბეთიდან დაბრუნდა. თუმცა, კონტაქტების აქტიური გამოვლენითა და კარანტინის წესების დაცვის წყალობით სამხრეთ კორეამ დაავადების გავრცელების შეჩერება შეძლო.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად მსოფლიო მასშტაბით, „აქლემის გრიპის“ 2 600-ზე მეტი შემთხვევაა ლაბორატიურლად აღწერილი. აქედან 935 ადამიანი დაიღუპა.

სხვა სტატიები