კილიან მბაპეს მხოლოდ ერთი მატჩით დასჯიან
კვირას, "ალავესისა" და "რეალის" შეხვედრაში კილიან მბაპემ პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა და მოედნიდან გააძევეს. ფრანგმა ალავესის ნახევარმცველს, ანტონიო ბლანკოსს წვივში გაშლილი ფეხი ჩაარტყა და ბურთზე კონტაქტი საერთოდ არ ყოფილა.
Honestly mbappe deserves a lifetime ban tbh. That’s horrible 🥹
— MC (@CrewsMat10) April 13, 2025
pic.twitter.com/f6XGgyLeEh
მბაპეს გაძევების შემდეგ, გაჩნდა ვარაუდი, რომ მადრიდის რეალის თავდამსხმელს, შესაძლოა, 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეღო, ესპანურმა გამოცემა COPE-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მბაპეს, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი მატჩის გამოტოვება ელის, რადგან მსაჯმა სეზარ სოტო გრადომ აღნიშნა, რომ ფრანგი ბურთზე თამაშს ცდილობდა.
თუ მბაპე მხოლოდ ერთმატჩიანი აკრძალვას მიიღებს, 20 აპრილს, "ატლეტიკთან" თამაშს გამოტოვებს, ხოლო "ხეტაფესთან" და თასის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ ითამაშებს.