Belive

კილიან მბაპეს 2024 წლის ოლიმპიადაზე თამაში უნდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"პსჟ"-ის ფორვარდი, კილიან მბაპე 2024 წლის ოლიმპიადაზე თამაშს აპირებს. ოლიმპიადა 24 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით პარიზში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე დასრულებული იქნება, თუმცა ფაქტია, ფეხბურთელს დასვენების საშუალება არ მიეცემა.

El Debate-ის ცნობით, მადრიდის "რეალი", ფრანგის მომავალი კლუბი, არ არის დაინტერესებული მბაპეს ოლიმპიადაზე თამაშით, მაგრამ არ აუკრძალავს მას ამის გაკეთებას, მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელი გადაჭარბებული დატვირთვას მიიღებს და პოტენციურად, რეალსაც წინასასეზონო შეკრებაზე გვიან შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ El Debate-ის ინფორმაციით. მბაპე მადრიდელებთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მხოლოდ კონტრაქტის გაფორმებისთვის, შესაძლოა, 100 მილიონი ევრო მიიღოს.

ხელფასი – 32 მილიონი ევრო წელიწადში. ბონუსი კონტრაქტის გაფორმებისთვის – დაახლოებით 100 მილიონი ევრო. ამავდროულად, კილიანი ფლობს თავისი საიმიჯო უფლებების დაახლოებით 60%-ს (ჩვეულებრივ, ეს უფლება, კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანაბრად იყოფა). ამ უფლებების გამოყენებამ, შესაძლოა, მბაპესა და მადრიდის რეალს პირველ სეზონში 165 მილიონი ევრო მოუტანოს, თანხა მომავალში გაიზრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი ტიტულებს მოიგებენ.

სხვა სტატიები