მბაპე: "ზიდანი ჩემი კერპია - ძალიან მიხარია, რომ სიტისთან თამაშს დაესწრო და ნახა, თუ რა შემიძლია..."
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მოგებული მატჩი შეაფასა და ზიდანის შესახებ ისაუბრა, რომელიც 'სანტიაგო ბერნაბეუზე' კილიან მბაპეს ჰეთთრიქს ესწრებოდა.
"ბავშვობიდან ჩემი დიდი ოცნება იყო, რომ "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე მეთამაშა და თანაც ისე, როგორც ეს "სიტისთან" შევძელი.
მიხარია, რომ მადრიდის 'რეალის' ყველა გულშემატკივარს ვახარებთ და ვთამაშობთ ისეთ შთამბეჭდავ, ლაღ და შემტევ ფეხბურთს, რაც ჩვენ გვსიამოვნებს.
ყველაზე მეტად კი იმ ფაქტმა გამახარა, რომ ჩემი კერპი - ზინედინ ზიდანი ესწრებოდა გუშინდელ მატჩს და მან კიდევ ერთხელ, ნათლად დაინახა, თუ რისი შესაძლებლობა მაქვს. მას მატჩის შემდეგ შევხვდი და მითხრა, რომ ძალიან კმაყოფილია ჩემი თამაშით - ამ სიტყვებმა მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ბიჭად მაქცია..." - კილიან მბაპე
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის ორმატჩიან დაპირისპირებაში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
,,სამეფო კლუბის'' მეტოქე მომდევნო ეტაპზე ,,ატლეტიკო'' ან ,,ლევერკუზენი'' იქნება, წილისყრა პარასკევს გაიმართება.