კილიან მბაპემ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში ახალი ნომრით ითამაშებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე მომავალი სეზონიდან 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. ესპანურ მედიაში ამის შესახებ აქამდეც იწერებოდა, გუშინ ღამით კი კილიანმა ტვიტერის პირად გვერდზე ,,10'' დაწერა, რაც, უდიდესი ალბათობით, სწორედ მის ახალ ნომერთანაა დაკავშირებული.
მადრიდულ გრანდში ბოლოს ამ ნომრით ლუკა მოდრიჩი თამაშობდა, რომელიც კარიერას მილანში გააგრძელებს.
ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, როცა მბაპე რეალში მივიდა, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ (როცა სამეფო კლუბს მოდრიჩი დატოვებდა), 10-ნომრიან მაისურს სწორედ ის აირჩევდა.
სადებიუტო სეზონში მბაპემ რეალის მაისურით ჩატარებულ 59 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. ფრანგმა შემტევმა კარიერაში პირველად ოქროს ბუცის მოგება შეძლო.
10
— Kylian Mbappé (@KMbappe) July 23, 2025