კილიან მბაპე: "როგორც იქნა, დიდებული დღე დადგა"
კილიან მბაპემ პარი სენ-ჟერმენს გამარჯვება მიულოცა მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო.
პსჟ-მ ინტერი 5:0 დაამარცხა. 19 წლის დეზირე დუემ დუბლი შეასრულა, ხოლო აშრაფ ჰაკიმიმ, ხვიჩა კვარაცხელიამ და სენი მაიულუმ თითო გოლი გაიტანეს.
მბაპემ პსჟ-ში ოცნება ვერ აისრულა და ამ მომენტამდე ჩემპიონთა ლიგის თასის გარეშეა - ფრანგი, გასულ წელს, რეალ მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა. ფინალის შემდეგ მალევე, მბაპემ ინსტაგრამზე კლუბს, რომლის საუკეთესო ბომბარდირიცაა, ჩემპიონობა მიულოცა.
როგორც იქნა, დადგა დიდებული დღე. გამარჯვება კლუბის სტილში - გილოცავ, პსჟ! - წერს მბაპე სოციალურ ქსელში
მბაპე ყველაზე ახლოს ამ ტიტულთან 2020 წელს იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა. მბაპემ მადრიდში, პირველ სეზონში, ტიტულის მოგება ვერ შეძლო, თუმცა თავდამსხმელმა პიჩიჩი მოიგო მას შემდეგ, რაც ლა ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.