კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენისგან 100 მილიონ ევროს ითხოვს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კილიან მბაპე "პარი სენ-ჟერმენისგან" 100 მილიონ ევროს ითხოვს, რადგან აპრილიდან ფრანგული გუნდისგან ფული არ აუღია, ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Équipé აქვეყნებს.
25 წლის ფეხბურთელმა "პსჟ"-ს ოფიციალური შეტყობინება მიწერა, რადგან 100 მილიონი ევროს პაკეტი გადაუხდელ ხელფასს და ფეხბურთელის ბონუსებს მოიცავს.
ფრანგული გაზეთი ასევე წერს, რომ ყველა ხვდებოდა მბაპეს და "პსჟ"-ს შვიდწლიანი ისტორია ცუდად დამთავრდებოდა, რადგან ფეხბურთელი სათამაშოდ მადრიდის "რეალში" გადავიდა, აღნიშნულმა ფაქტმა პარიზული გუნდის პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფის უკმაყოფილება გამოიწვია.