Belive

კილიან მბაპე: "ჩვენ NBA-ის მოდელისკენ მივდივართ, სადაც 70-თამაშიანი სეზონია"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი უამრავი სპორტსმენისა და მწვრთნელის განხილვის საგანი გახდა. საფეხბურთო ტურნირების შესაძლო დამატება და ყველა ფრონტზე თამაში უკმაყოფილებას იწვევს როგორც კლუბის მენეჯერებში, ასევე თავად მოთამაშეებში. კილიამ მბაპებ განმარტა, თუ რატომ იქნება დამატებითი შეხვედრები მაყურებლისთვის არაკომფორტული.

ჩვენ NBA-ის მოდელისკენ მივდივართ, სადაც გუნდები 70 შეხვედრას ატარებენ. პირადად მე, არ მადარდებს რამდენჯერ ვითამაშებ, მაგრამ ვერ შევძლებთ ყოველ ჯერზე კარგად გამოვიყურებოდეთ და გულშემატკივარს ისეთი სპექტაკლი შევთავაზოთ, როგორსაც ელოდებიან. NBA-ში კალათბურთელები ყველა შეხვედრას არ ატარებენ და იქ ხვდებიან როგორ გადაანაწილონ დატვირთვა, თუმცა თუ ვიტყვი, რომ დაღლილი ვარ და შაბათს არ ვითამაშებ, ეს კარგად არ აღიქმება.

გულშემატკივარი ბილეთში ფულს იხდის და შესაძლოა, სეზონში მხოლოდ ერთხელ მოახერხოს საყვარელი ფეხბურთელის ნახვა, ამიტომ გასაგებია, რომ ისინი ყოველ ჯერზე ღირსეულ თამაშს ითხოვენ. არ მინდა ვინმეს ლექციები წავუკითხო, მაგრამ ერთად უნდა ვიფიქროთ საუკეთესო გამოსავლის პოვნაზე - აღნიშნა კილიან მბაპემ

კილიან მბაპემ ფეხბურთის ახალ ტენდეციებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისტორიის დამწერმა ბევრმა ფეხბურთელმა უკვე დატოვა ევროპა და ეს ახალ ეპოქაში შესვლას ნიშნავს - "ბევრმა ფეხბურთელმა ევროპა დატოვა და ეს სამუდამო წრის განუყოფელი ნაწილია, ერთ დღეს მეც წავალ და ამაზე არ ვღელავ, ახლა მხოლოდ საკუთარ გზაზე სიარულზე ვფიქრობ".

კილიან მბაპემ 2023-24 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე, 25 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა, ფრანგი სუპერვარსკვლავი საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირია 19 გოლით და 3 შედეგიანი გადაცემით, მბაპე უახლოეს მდევარს 10 გოლით უსწრებს.

სხვა სტატიები