Belive

კიკე სეტიენი: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ, არ ვიცი, რა ბედი მელის" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის დაკარგვის და გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის თამამი განცხადების შემდეგ, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა დამაინტრიგებელი განცხადება გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი არაა დარწმუნებული, რომ 8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ნაპოლისთან" საპასუხო შეხვედრაში ის გუნდს უხელმძღვანელებს. "დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებელი სრულად მე ვარ, რადგან გუნდს მე ვწვრთნი.  იმედი მაქვს, რომ ამ ზაფხულს ჩემპიონთა ლიგაში ახალი გუნდით დავბრუნდებით, მაგრამ უშუალოდ ჩემს თავს რა მოხდება, არ ვიცი. ვეთანხმები მესის მატჩისშემდგომ განცხადებას, რომელმაც თვითკრიტიკაზე ისაუბრა, ჩვენ უახლოეს კვირებში საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ", - თქვა სეტიენმა, რომელის გუნდი, ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში, "ოსასუნასთან" 1:2 დამარცხდა და ტიტული მადრიდის "რეალს" დაუთმო.

სხვა სტატიები