Belive

კიევომ საკუთარი სახელი და ლოგო დაიბრუნა

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვერონას "კიევო", რომელიც ოფიციალურად 2021 წელს დაიშალა და ბანკროტად გამოცხადდა, რამდენიმე დღის წინ საკუთარი სახელისა და ლოგოს აღდგენა შეძლო.

კიევო იტალიის სერია B-ში 2019 წელს დაქვეითდა და იქ 2 სეზონის გატარების შემდეგ გუნდს უამრავი ვალი დაუგროვდა. კლუბი გადახდისუუნაროდ ჩაითვალა, გაკოტრდა და ოფიციალურად გაუქმდა, როგორც საფეხბურთო ორგანიზაცია. კიევოს სამართალმემკვიდრეებმა 2021 წელსვე ახალი გუნდი დააარსეს, უბრალოდ მათ არ შეეძლოთ "ორიგინალი" სახელისა და ლოგოს გამოყენება, ამიტომ ახალ კლუბს "კლივენსე" დაარქვეს და ახალი ემბლემის ქვეშ გაერთიანდენ. კლუბი "Terza Categoria"-ში აღმოჩნდა, რაც იტალიის მეცხრე დივიზიონის ლიგაში თამაშს გულისხმობს.

კლივენსეს გუნდი და ლოგო

2024 წლის 10 მაისს, სერხიო პელისიემ (გუნდის კაპიტანი) და კლივენსეს მფლობელებმა, აუქციონზე წარმატებით შეიძინეს "ორიგინალი" კიევოს კლუბის ლოგო და დასახელების უფლებები. მოგვიანებით, 29 მაისს, კლივენსემ ოფიციალურად შეცვალა თავისი დასახელება და გახდა "კიევო ვერონა" - ისევე, როგორც 2021 წლამდე და გახდა ორიგინალური კლუბის კანონიერი მემკვიდრე, თუმცა ჯერჯერობით ინარჩუნებს თეთრსა და ლურჯ ფერებს.

კიევო სერია A-ში 2001-2002 წლების სეზონში აღმოჩნდა და იქიდან მოყოლებული (2007-2008 წლის გარდა) 2019 წლამდე უმაღლეს დივიზიონში ადგილს ინარჩუნებდა. პირველივე სეზონის შემდეგ გუნდს სიყვარულით "მფრინავი ვირები" შეარქვეს და მაყურებელთა დიდ სიმპათიას იმსახურებდა. პირველივე სეზონში გუნდი სერია A-ს მე-5 ადგილზე გავიდა, მომდევნო წელს კი მე-7-ზე და ორივე შემთხვევაში უეფას თასის ფინალურ ეტაპზე გასვლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

სხვა სტატიები