Belive

კიდევ ერთი ვარსკვლავი MLS-ში? - ანტუან გრიზმანს ამერიკაში იწვევენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს, ანტუან გრიზმანს ამერიკის კონტინენტზე იწვევენ. კერძოდ, მადრიდის "ატლეტიკოს" და საფრანგეთის ნაკრების შემტევ ნახევარმცველს MLS-ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, "ლოს ანჯელეს გალაქსი'' ეპატიჟება.

Relevo-ის ინფორმაციით, კალიფორნიულ გუნდს 32 წლის შემტევის დამატებასთან ერთად, "როხიბლანკოს" შემადგენლობაში მისი მეწყვილის, ალვარო მორატას შეძენაც სურს.

ანტუან გრიზმანს, რომელიც "ატლეტიკოში" პირველად 2014-19 წლებში თამაშობდა, ხოლო "ბარსელონაში" ორწლიანი გადასვლის შემდეგ 2021 წელს ჯერ იჯარის წესით, მიმდინარე წლის ზაფხულში კი სრულფასოვანი ტრანსფერით გუნდს დაუბრუნდა, დედაქალაქელთა მაისურით 354 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული, თითო-თითოჯერ, ესპანეთის სუპერ თასი, ევროპა ლიგა და ევროპის სუპერ თასი აქვს მოგებული, 2016 წელს კი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

სხვა სტატიები