Belive

კიდევ ერთი მსურველი - ზურიკო დავითაშვილით ლიგა 1-ის კლუბი ინტერესდება

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების და სენტ ეტიენის ფეხბურთელის ზურიკო დავითაშვილის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, მათ რიგებს შეემატა ლიგა 1-ის კლუბი რენი, ინფორმაციას EVECT აქვეყნებს.

9 გოლით და 8 საგოლე გადაცემით, ზურიკო დავითაშვილი, ლუკა სტასინის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულს სენტ ეტიენს დატოვებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერით ასევე ლიგა 1-ის კლუბი სტრასბური და თურქეთის უმაღლესი ჩემპიონატის გრანდები ბეშიქთაში და გალათასარაი ინტერესდებოდნენ. მსურველთა სიას კიდევ ერთი კლუბი დაემატა. - EVECT

შეგახსენებთ, რომ ყველა ტურნირის ეგიდით ზურიკო დავითაშვილმა გასული სეზონის 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სენტ ეტიენი ლიგა 1-დან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა, რენმა კი 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილი დაიკავა.