Belive

კიდევ ერთი უეფას PRO ლიცენზიის მქონე მწვრთნელი ელიგაში - უჩა სოსიაშვილს სერტიფიკატი გადაეცა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნულ ლიგას კიდევ ერთი, სამწვრთნელო განათლების უმაღლეს საფეხურზე მყოფი მწვრთნელი შეემატა. უეფას PRO ლიცენზია წყალტუბოს "სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მოიპოვა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქვეყნის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცმა და მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ვასილ მაისურაძემ 27 იანვარს, სამწვრთნელო პროცესის დასრულების შემდეგ, უჩა სოსიაშვილს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. 31 წლის მწვრთნელი კარიერის განმავლობაში, "სამტრედიაში", "რუსთავსა" და გორის "დილაში" მუშაობდა და ამ უკანასკნელთან ერთად, ქვეყნის ჩემპიონობაც მოიპოვა. 2020 წლიდან, სოსიაშვილმა ეროვნულ ლიგა 2-ში მყოფი წყალტუბოს "სამგურალი" ჩაიბარა და ჯერ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში გაიყვანა, შემდეგ კი 18-წლიანი პაუზის მერე გუნდი ქვეყნის რანგით უმაღლეს დივიზიონში დააბრუნა.

სხვა სტატიები