კიდევ ერთი ქართველი სერია A-ში? - ნაკრების თავდამსხმელს რამდენიმე არჩევანი აქვს
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე "ლეჩეს", "ტორინოსა" და "გალათასარაის" შესთავაზეს, რომელმაც ლიგა 2-ის სამ ტურში 2 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო წინა სეზონში ბელგიის ჩემპიონატში 9 გოლი გაიტანა", - წერს ორაციო აკომონდო.“მეცის” 21 წლის ფორვარდმა ლიგა 2-ის მესამე ტურის მატჩში “ვალენსიენთან” – 2:0 მოგებულ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა, მოედანზე 88 წუთი გაატარა და საბოლოო ჯამში, Sofascore-ის ვერსიით, 7.9 შეფასება დაიმსახურა. ამ მხრივ, სათამაშო კვირის 11 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მიქაუტაძის შეფასება მესამე იყო.