ხვიჩა კვარაცხელიას სუპერმატჩი სპარტაკთან (სტატისტიკა)
რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინმა" სტუმრად "სპარტაკი" 0:2 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ქართველმა ფეხბურთელმა 2021 წლის პირველ ოფიციალურ თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ხვიჩამ პირველი გოლისას ასისტი მიითვალა, მე-2 გოლში კი დიდი წვლილი შეიტანა. მოსკოველებს 20 წლის ვინგერის შეჩერება მთელი მატჩის განმავლობაში უჭირდათ. "სპარტაკის" ფეხბურთელები კვარაცხელიას წინააღდეგ 4-ჯერ დაჯარიმდნენ და უხეშობის გამო 3 ყვითელი ბარათი მიიღეს. გარდა ამისა, ქართველმა ტალანტმა მატჩში 10-ზე მეტი წარმატებული დრიბლინგი შეასრულა.
რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.ДАААААААА! Одерживаем победу над «Спартаком» на выезде впервые с 2010 года! 💥💥💥 pic.twitter.com/71XUVGecUj — «Рубин» Казань (@fcrk) February 28, 2021
რუბინის ფეხბურთელები მატჩის შემდეგ:
View this post on Instagram