Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება სალერნიტანას წინააღმდეგ

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" საკუთარ არენაზე "სალერნიტანას" დაუპირისპირდა და მატჩი ნეაპოლელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.

Sofascore-მა კვარა 7.3-ით შეაფასა, ქართველ ფეხბურთელს ორი კარში დარტყმა ჰქონდა და 1 კარისკენ, წარმატებული დრიბლინგი 8-დან 5, ბურთს 83-ჯერ შეეხო და გადაცემის სიზუსტე 55-დან 48 (87%), ხვიჩა კვარაცხელია 15 ორთაბრძოლიდან 7-ში გამარჯვებული დარჩა.

ქართველი ფეხბურთელის მსგავსად მატეო პოლიტანო 7.3-ით შეფასდა, რომელმაც გოლი გაიტანა. ასევე გოლის ავტორმა ამირ რაჰმანიმ 8.2 შეფასება დაიმსახურა, ჯოვანი დი ლორენცო კი Sofascore-ს მიხედვით საუკეთესო იყო 8.3-ით.

Whoscored-ის მიხედვით კი კვარაზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ამირ რაჰმანიმ მიიღო 7.6, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ და ანტონიო კანდრევამ 7.5.

სხვა სტატიები