Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება მარსელის წინააღმდეგ

18 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის შეხვედრაში "პსჟმ" "მარსელი" 3:1 დაამარცხა. პირველი გოლი მე-17 წუთზე უსმან დემბელემ გაიტანა, 42-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა სხვაობა ორბურთიანი გახადა, ამინ გუირიმ 51-ე წუთზე ერთი გოლი გაქვითა, ხოლო 76 წუთზე პოლ ლიროლამ საკუთარ კარში გაიტანა გოლი და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. Sofascore-მა ქართველი ფეხბურთელი 6.7-ით შეაფასა, კვარამ კარისკენ ერთხელ დაარტყა და დაუბლოკეს, 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 1 წარმატებული გამოდგა, ბურთს 42-ჯერ შეეხო, 25-დან 23 გადაცემა ზუსტად შეასრულა (92%), 12 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 5-ში დარჩა.

"პსჟ" 68 ქულით ლიგა 1-ის ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია, პარიზული გუნდი მეორეადგილოსან მარსელს 19 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი სანაკრებო შესვენების შემდეგ ჩაატარებს, მატჩი 29 მარტს 22:00 საათზე "სენტ-ეტიენის" წინააღმდეგ გაიმართება.

ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები