Belive

ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება იუვენტუსის წინააღმდეგ

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "იუვენტუსი" 2:1 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი რა თქმა უნდა ძირითად შემადგენლობაში იყო და პირველი გოლი სწორედ კვარამ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელიამ Sofascore-ის ვერსიით კიეზასთან ერთად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა 8.0. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი 93-ე წუთზე დატოვა. მან 2-ჯერ კარში დაარტყა, ხოლო 1 დარტყმა დაუბლოკეს. 4 შესრულებული დრიბლინგიდან 2 წარმატებული იყო. ბურთს 61-ჯერ შეეხო, 41 გადაცემიდან 38 ზუსტად შეასრულა (93%), საფეხბურთო 12 ორთაბრძოლიდან გამარჯვებული 8-ში დარჩა.

Whoscored-მაც 8.0-ით შეაფასა ქართველი ფეხბურთელი და მასზე უკეთესი შეფასება მატჩი არავის ჰქონია.

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში 43 ქულით მე-7 ადგილზეა (12 მოგება, 7 ფრე, 8 წაგება). შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 8 მარტს "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები