ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება ატალანტასთან მატჩში
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ატალანტას" ბერგამოში ესტუმრა და 1:2 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩის 44 წუთზე დი ლორენცოს ზუსტი პასით გოლი თავით გაიტანა. "ატალანტამ" 53-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო ელიფ ელმასმა 79-ე წუთზე "ნაპოლი" კვლავ წინ გაიყვანა.
ქართველი ფეხბურთელის შეფასება "ატალანტასთან" მატჩში Whoscored-ის მიხედვით 7.7-ია, მხოლოდ ერთი ფეხბურთელია ქართველზე წინ და ეს დი ლორენცოა 8.0-ით.
Sofascore-ის მიხედვით კი 7.4, აქაც მხოლოდ ნაპოლის კაპიტანია მასზე წინ, რომელმაც 8.5 დაიმსახურა.
"ნაპოლის" მომდევნო შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" აქვს, რომელიც 30 ნოემბერსაა დაგეგმილი.