საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ, იტალიის სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრაში, "ჰელასვერონას" წინააღმდეგ შესრულებული საგოლე პასი სათამაშო კვირის საუკეთესოდ დასახელდა.
სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა სათამაშო კვირის საუკეთესო 5 საგოლე გადაცემა გამოაქვეყნა, რომელთა შორისაც პირველ პოზიციაზე 21 წლის ქართველი შემტევი იკავებს. კვარაცხელიას გარდა, სიაში "კრემონეზეს" პაოლო ჯინიოლე, "ლაციოს" სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, მილანის "ინტერის" მატიოდარმიანი და ტურინის "იუვენტუსის" ანხელ დი მარია მოხვდნენ.
შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 21 აგვისტოს, "მონცას" წინააღმდეგ, საშინაო კედლებში გამართავს.