Belive

ხვიჩა კვარაცხელიას გოლი რუბინისთვის ისტორიული გამოდგა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერ ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ "უფას" კარში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და ყაზანის "რუბინს" მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. გარდა იმისა, რომ 20 წლის ტალანტმა პირადი სტატისტიკა გააუმჯობესა და სეზონში უკვე 3 გოლსა და 8 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი, ჯიმი ტაბიძის გუნდის კარის დალაშქვრა მისი კლუბისთვის ისტორიული გამოდგა. საქმე ისაა, რომ კვარაცხელიას გოლი ყაზანური კლუბისთვის რუსეთის ჩემპიონატის ისტორიაში 2700-ე იყო. 4 ყაზანის "რუბინი" თანამედროვე სახელით 1958 წელს დაარსდა და თავდაპირველად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში გამოდიოდა, რუსეთის ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების შემდეგ, უმაღლეს ლიგაში 2003 წლიდან ჩავარდნის გარეშე ასპარეზობს. კვარაცხელიას გუნდი 22 ტურის დასრულების შემდეგ, 37 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს და მესამე ადგილზე მყოფ მოსკოვის "ცსკა-ს" 3 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები