Belive

"ხვიჩა კვარაცხელიამ უკვე დაამტკიცა, რომ ის ჩემპიონია" - ვალტერ მაცარი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს 23-ე ტურის მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "ვერონა" 2:1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ვალტერ მაცარიმ პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა და მისთვის მთავარი სასაუბრო თემა ხვიჩა კვარაცხელია იყო. იტალიელ სპეციალისტს ტაქტიკური ცვლილება სურს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად წარმოაჩენს.

როცა იბრძვი, ბოლოს მოგება კიდევ უფრო სასიამოვნოა! მაგრამ არა, სინამდვილეში, უმჯობესი იქნებოდა, რომ თავიდანვე უპირატესობა გვქონოდა და ამ ყველაფერს სირთულეების გარეშე ჩაევლო. იოლი არ არის, რომ ბურთის ფლობის უპირატესობა მოიპოვო, ინიციატივა აიღო და შანსები შექმნა. სხვა გუნდები შესაძლოა იმ მომენტში სხვანაირად იქცევიან, მაგრამ ჩვენ გვჯეროდა და ვიბრძოდით გამარჯვებისთვის. ეს იყო ის, რისი მოტანაც ამ გუნდში მსურდა, აუცილებელია რწმენა, რომ ჩვენ ამას შევძლებთ, მაშინაც კი, როცა თამაში ცუდად მიგვდის. - ვალტერ მაცარი - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი

ხვიჩა კვარაცხელიას აპელირება პენალტზე - მაცარის კომენტარი აღნიშნულ მომენტზე:

ბევრი მომენტი შევქმენით, რომ თავიდანვე უპირატესობა მოგვეპოვებინა, იყო კვარაცხელიაზე უხეშობა, სადაც პენალტის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ VAR-ს მთავარი მსაჯისთვის ამის შესახებ არაფერი უთქვამს, ამ მომენტს შესაძლოა მატჩი სხვანაირად შემოეტრიალებინა და თამაში უფრო სანახაობრივი გაეხადა. - ვალტერ მაცარი - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი

ხვიჩა კვარაცხელიას ფიზიკურ მომზადებაზე და ეფექტურობაზე

აშკარაა გუნდში ფიზიკური მომზადება იზრდება, როდესაც კვარამ გოლი გაიტანა მას დაეტყო, რომ უფრო მოტივირებული იყო. ხანდახან არის მომენტები, რომ ის თითქოს გადაღლილია, მაგრამ უცებ მას შეუძლია გარდაიქმნას და თამაში შემოატრიალოს.

მან (ხვიჩა კვარაცხელიამ) გასულ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ ჩემპიონია. მას უზარმაზარი სათამაშო ხარისხი აქვს.

ჩვენ ის სათამაშოდ ცენტრში გადაგვყავს, როგორც
ეროვნულ ნაკრებში თამაშობს ხოლმე, ვფიქრობ, მომავალში ამის გაკეთება უფრო ხშირად მოგვიწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თამაში მეტოქეებმა შეისწავლეს და ისინი ყოველი მხრიდან მის შეზღუდვას ცდილობენ. - ვალტერ მაცარი - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები