Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო - ინტერთან თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდის ვარჯიშში მონაწილეობის მიღება ტრავმის გამო ვერ მოახერხა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ დიდი ალბათობით, 22 წლის ქართველი შემტევი შემდეგ მატჩს გამოტოვებს.

შემდეგი შეხვედრა "ნაპოლიმ" 21 მაისს, საშინაო კედლებში, იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის ეგიდით უნდა ჩაატაროს და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასულ მილანის "ინტერს" უნდა დაუპირისპირდეს. 19 მაისს ჩატარებული სავარჯიშო სესიის შემდეგ, ნაკლებია იმის შანსი, რომ ქართველი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის სამატჩო განაცხადში მოხვდეს.

ჯერჯერობით, დამატებითი დეტალები და ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმის სირთულე ცნობილი არ არის.

საქართველოს ნაკრების ვარსკვლავმა “ნაპოლიში” სადებიუტო სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელებს ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა.

სხვა სტატიები