Belive

ხვიჩა კვარაცხელიამ ზუგდიდელ გოგონას გაეროს მოდელირებაზე დასასწრები თანხა დაუფინანსა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა ქართული საქმის კეთებით ყოველთვის გამორჩეულია.

ამჯერად, როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით ცნობილი ხდება, 22 წლის ქართველი ვარსკვლავი ზუგდიდელ გოგონას, თიკო ლაგვილავას განათლების მიღებაში დაეხმარა.

გაეროს საერთაშორისო მოდელირებაზე, რომლის მენტორიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონია, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ზუგდიდის წარმომადგენელია, კონკურსის შედეგად ერთ-ერთი დელეგატის სტატუსი მოიპოვა და ამ კუთხით პირველი ქართველი ქალი გახდა.

თუმცა, სინგაპურში გასამართ ღონისძიებაზე თიკო ლაგვილავას ხარჯების 50%-ის დაფინანსება თავად მოუწია, რაშიც მას ხვიჩა კვარაცხელია დაეხმარა და როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ირკვევა, დასაფარი თანხის დარჩენილი ღირებულება თავად დაფარა.

სხვა სტატიები