ხვიჩა კვარაცხელია ტურის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა | Sofascore
საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის შეხვედრაში "ლიონი" "პსჟ"-სთან 2:3 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს, ამის მიუხედავად მან მოახერხა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მაინც მოიპოვა.
59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე გადაცემით უსმან დემბელემ გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელი Sofascore-მა ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა. სრულად გუნდი კი ასე გამოიყურება:
მეკარე: მეტიუ რაიანი ("ლანსი") - 7.9
მცველები: კლემენტ აკპა ("ოსერი") - 8.2, ჟუბალი ("ოსერი") - 9.4, ნიკოლა პალუა ("ნანტი") - 7.7, აშრაფ ჰაკიმი ("პსჟ") - 8.7
ნახევარმცველები: ჰიმად აბდელი ("ანჟე") - 8.1, ფლორიან ტარდიუ ("სენტ-ეტიენი") - 7.7, აარონ დონუმი ("ტულუზა") - 9.8, ჰაკონ ჰარალდსონი ("ლილი") - 8.4
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია ("პსჟ") - 8.6, ირვინ კარდონა ("სენტ-ეტიენი") - 9.1

ლიგა 1-ის ცხრილს "პსჟ" 59 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს და მეორე ადგილოსანს 13 ქულით უსწრებს. პარიზელები მომდევნო შეხვედრას საფრანგეთის თასის ეგიდით ჩაატარებენ, რომელიც 1/4-ფინალური შეხვედრა, "სტად ბრიოშინის" წინააღმდეგ იქნება, მატჩი 27 თებერვალს 00:10 საათზე დაიწყება.
ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.