Belive

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო გუნდში მოხვდა - Sofascore

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო გუნდში მოხვდა, სიმბოლური თერთმეტეული Sofascore-მა გამოაქვეყნა და ქართველი შემტევი თავდასხმის ხაზში ლაუტარო მარტინესთან ერთად გვევლინება.

"ნაპოლიდან" კვარას გარდა გუნდში ჯოვანი დი ლორენცოც მოხვდა. სრულად თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:

მეკარე: მიკელე დი გრეგორიო ("მონცა")

დაცვა: ფედერიკო დიმარკო ("ინტერი"), ალესანდრო ბასტონი ("ინტერი"), დანილო ("იუვენტუსი"), ჯოვანი დი ლორენცო ("ნაპოლი")

ნახევარდაცვა: ჰაკან ჩალჰანოღლუ ("ინტერი"), რაფაელ ლეაო ("მილანი"), ლუის ალბერტო ("ლაციო"), პაულო დიბალა ("რომა")

თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი"), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი").

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თერთმეტეულში ხვიჩა კვარაცხელია 2022/23 წლების სეზონშიც მოხვდა, ქართველი ფეხბურთელი წინა სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

კვარამ სერია A-ს წლევანდელი სეზონი 11 გოლით და 6 საგოლე გადაცემით დაასრულა

სხვა სტატიები