ხვიჩა კვარაცხელია სასუოლოსთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სასუოლოს'' ესტუმრება. მატჩი 23:45 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 24-ე შეხვედრას ჩაატარებს.
ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:
მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
22 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 59 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,სასუოლო” კი 24 ქულით ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.