ხვიჩა კვარაცხელია სამპდორიასთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
დღეს, სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,სამპდორიას'' ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში მე-19 შეხვედრას ჩაატარებს.
ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:
მერეტი, დი ლორენცო, კიმი, ჟესუსი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ელმასი, პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
16 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,სამპდორია'' კი 9 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.
📃 I NOSTRI 11:
— Official SSC Napoli (@sscnapoli) January 8, 2023
Meret, Di Lorenzo, Minjae, Jesus, Mario Rui, Anguissa, Lobotka, Elmas, Politano, Osimhen, Kvaratskhelia.#SampNapoli
💙 #ForzaNapoliSempre pic.twitter.com/rclLnuajzn