Belive

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ძირითადშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური "ნაპოლი" ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ შეკრებას "დიმაროს სპორტულ ცენტრში" მართავს. ვარჯიშები უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურ ფაზაში შევიდა და გუნდი ამხანაგური მატჩისთვისაც მზად არის. ნეაპოლელები იტალიურ სამოყვარულო გუნდს "ანაუნს" დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა, საქართველოს დროით, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩს სასტარტოდან დაიწყებს "ნაპოლის" ახალი შენაძენი და ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია. როგორც ჩანს, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი კმაყოფილია კვარას სათამაშო ფორმით. ქართველის ძირითადში დაყენება გულშემატკივრისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან ნეაპოლური კლუბი საკუთარ სოციალურ ქსელებში, აქტიურად ავრცელებდა ხვიჩას შთამბეჭდავ მომენტებს ვარჯიშიდან. აშკარაა, რომ ხვიჩა გუნდს შეეწყო და თავს კარგად გრძნობს. მატჩის ყურება "ნაპოლის" Facebook ლაივის საშუალებით იქნება შესაძლებელი.  

 
Посмотреть эту публикацию в Instagram
 

Публикация от SSC Napoli (@officialsscnapoli)

 

სხვა სტატიები