Belive

ხვიჩა კვარაცხელია - ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ნახევარმცველი ფენტეზი ლიგაში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფენტეზი ლიგა ეს არის თამაში, რომელშიც მოთამაშეები გუნდის მფლობელების ან მთავარი მწვრთნელების როლებს ირგებენ. ისინი ირჩევენ ფეხბურთელებს, რომლებიც მათ გუნდში ითამაშებენ. ქულები კი იმის მიხედვით იწერება თუ როგორი შეხვედრა ჩაატარა ფეხბურთელმა რეალურად. ის მოთამაშე, რომელიც სეზონის ბოლოს ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს ფენტეზი ლიგის გამარჯვებული გახდება.

როგორც მიხვდით, მოთამაშეების მთავარი მიზანია შეარჩიონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც კარგ ფორმაში არიან და მოედანზე მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი მაღალია. UEFA-მ 4 ყველაზე მოთხოვნადი ნახევარმცველის ვინაობა გაამხილა. კევინ დე ბრუინის, ვინისიუს ჟუნიორისა და ჯუდ ბელინგემის გვედრით ხვიჩა კვარაცხელიაც დგას.

ხვიჩა მართლაც საუცხოო ფორმაში იმყოფება. ქართველმა "ნაპოლის" მაისურით ამ სეზონში უკვე 10 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

შემდეგი შეხვედრა კვარაცხელიას "კრემონეზეს" წინააღმდეგ 12 თებერვალს ელის. აღნიშნული დაპირისპირება 23:45 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები