Belive

ხვიჩა კვარაცხელია ემპოლისთან მატჩში ნაპოლის ძირითად შემადგენლობაშია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრაში, ,,ნაპოლი” ,,ემპოლის” ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

ნეაპოლური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მიმდინარე სეზონში 26-ე შეხვედრას ჩაატარებს.

ნაპოლის ძირითადი შემადგენლობა:

მერეტი, დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

23 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 62 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,ემპოლი” კი 28 ქულით ბოლო, მე-12 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები