"ხვიჩა ჩუმი ლიდერია" - დევიდ ვები
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ისტორიულ შეხვედრამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები პირველი მატჩისთვის ემზადება. "ჯვაროსნები" პირველ თამაშს თურქეთის ნაკრები წინააღმდეგ გამართავენ.
ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, დევიდ ვებმა (ვილი სანიოლის ასისტენტმა) ბრიტანულ მედიასთან ისაუბრა.
ხვიჩა საქართველოს ნაკრებში მთავარ როლს თამაშობს. ის მაღალი დონის მოთამაშეა. ვარჯიშზე საკუთარ მონდომებას ყოველთვის აჩვენებს და დასრულების შემდეგ, მოედანზე რჩება და დამატებით ვარჯიშობს. ძირითადად დამაგვირგვინებელ ფაზაზე მუშაობს. ხვიჩა მშიერია, რაც ჯგუფში ძალიან გამოარჩევს. ის ჩუმი ლიდერია. - განაცხადა დევიდ ვებმა
შეგახსენებთ, რომ საქართველო ნაკრებისა და თურქეთის შეხვედრა დღეს, 20:00 საათზე არის ჩანიშნული.