მეოცედ ისტორიაში! ინტერი იტალიის ჩემპიონია
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-ს 33-ე ტურში ,,ინტერმა'' ,,მილანს'' 2:1 მოუგო.
,,როსონერის'' ჩემპიონობის თეორიული შანსის შესანარჩუნებლად დღეს მოგება ან ფრე სჭირდებოდა.
შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული ,,ინტერი'' გახდა, რომელიც მეორეადგილოსან ,,მილანს'' 17 ქულით უსწრებს.
,,ნერაძურიმ'' იტალიის სერია A-ს ისტორიაში მეოცედ მოიგო.
სიმონე ინძაგის გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 27 აპრილს, საკუთარ მოედანზე, ,,ტორინოს'' წინააღმდეგ გამართავს.
OCCHI AL CIELO ⭐⭐
— Inter ⭐⭐ (@Inter) April 22, 2024
SIAMO CAMPIONI D'ITALIA 🇮🇹🖤💙#ForzaInter #IM2Stars pic.twitter.com/a2VRJX0PwM