ხოსელუ და ნაჩო რეალ მადრიდს ტოვებენ
ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფისა და "რეალში" ჩატარებული შედეგიანი სეზონის შემდეგ, ნაჩო და ხოსელუ გუნდს ტოვებენ. აღნიშნულ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ორივენი კარიერას კატარში გააგრძელებენ.
სპორტული ჟურნალისტის თქმით, ხოსეულუსთან უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. რაც შეეხება ნაჩოს, მას მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა და სულ მალე კატარულ "ალ ქადსიას" შეუერთდება.
🚨⚪️ Joselu leaves Real Madrid and he’s set to join Qatari side Al Gharafa, decision made!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 24, 2024
Deal at final stages with Al Gharafa as details will be clarified soon with the striker.
👋🏻 Ancelotti wanted to keep Joselu but he’s set for new chapter in Qatar.
Here we go, soon 🇶🇦 pic.twitter.com/RBmNo0JwVF
⚪️🇸🇦 Nacho’s move to Al Qadsiah will be official soon as medical was already done, contract until June 2026.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 24, 2024
He’s leaving Real Madrid after 23 years and he didn’t want to consider any bid from Europe, total respect for Real.
Here we go, confirmed. ✨🇪🇸 pic.twitter.com/w8MIoF864r
აღსანიშნავია, რომ ნაჩომ "სამეფო კლუბი" 23 წლის შემდეგ დატოვა. ესპანელმა მცველმა ევროპულ შეთავაზებებზე მხოლოდ იმიტომ თქვა უარი, რომ "რეალის" წინააღმდეგ თამაში არ სურდა.
რაც შეეხება ხოსელუს, რომანოს ინფორმაციით, ანჩელოტის მისი შენარჩუნება სურდა, თუმცა, ეს ფეხბურთელის გადაწყვეტილება იყო.