Belive

ხოსე პერალესმა დინამო თბილისი დატოვა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"დინამო თბილისი" ესპანელმა ლეგიონერმა დატოვა. ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო მეკარე ხოსე პერალესი დედაქალაქური გუნდიდან წავიდა. 27 წლის ფეხბურთელმა "დინამო თბილისი" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. პერალესს საქართველოს მოქმედ ჩემპიონში დაბრუნების შემდეგ სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რადგან კახაბერ ჩხეტიანმა გუნდის ძირითად მეკარედ როინ კვასხვაძე მოისაზრა. ესპანელმა მეკარემ "დინამო თბილისის" მაისურით 35 ჩაატარა.

სხვა სტატიები