დღეს, თბილისის დროით 15 საათზე, UEFA-ს შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "ტირანასთან" მარცხის (0:2) შემდეგ "დინამო თბილისმა" ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ჩემპიონები "დრიტას" (კოსოვო) არ შეხვდებიან, მათი მეტოქე ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი იქნება:
ასტანა (ყაზახეთი)
ფოლა ეში (ლუქსემბურგი)
ბუდუჩნოსტი (მონტენეგრო)
კონაჰი (უელსი)
არარატ-არმენია (სომხეთი)
სილეკსი (მაკედონია)