Belive

ხოსე გაია მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხოსე გაია მსოფლიო ჩემპიონატზე ტრავმის გამო ვეღარ იასპარეზებს. "ვალენსიას" კაპიტანმა კოჭზე დაზიანება მიიღო. ეს ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.

საინტერესოა, რომ ესპანეთის საფეხბურთო ფედერაციამ აღნიშნული ინფორმაცია გარკვეული დროის შემდეგ წაშალა. საქმე იმაშია, რომ მათ ფიფასგან თანხმობა, ფეხბურთელის სამშობლოში გაწვევის თაობაზე, არ ჰქონდათ.

არსებობდა მცირე შანსი, რომ ლუის ენრიკეს გაია დაეტოვებინა, თუ ფიფა გადაწყვეტდა, რომ ფეხბურთელის ჩანაცვლებისთვის, ტრავმა ზედმეტად ზუსტი იქნებოდა.

ახლა უკვე ოფიციალურად ცნობილია, რომ ხოსე გაია მსოფლიო ჩემპიონატზე ვეღარ იასპარეზებს. მის ჩასანაცვლებლად კი, ლუის ენრიკემ ნაკრებში ალეხანდრო ბალდე გამოიძახა.

ესპანელები მუნდიალზე E ჯგუფში გერმანიასთან, კოსტა რიკასთან და იაპონიასთან ერთად ასპარეზობენ. ლუის ენრიკეს გუნდი პირველ შეხვედრას 23 ნოემბერს, 20:00 საათზე, კოსტა რიკის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები