Belive

"ხელმძღვანელობამ ჟოტას ოჯახს კონტრაქტი სრულად გადაუხადა" - არნე სლოტი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა TNT Sports-თან დაადასტურა, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ დიოგუ ჟოტას კონტრაქტი სრულად დაფარა. პორტუგალიელს მერსისაიდულ გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება ჰქონდა დარჩენილი, ეს თანხა კი მისი ოჯახის წევრებს გადაეცათ.

სამწუხაროდ, ერთი მოთამაშით მეტის მოყვანა მოგვიწია, ამ ტრაგიკული შემთხვევის გამო. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხარჯები დაგეგმილზე მეტი იყო.

როგორი მწუხარებაც ქალაქში სუფევს, სწორედ ეს ხდის ჩემთვის ამ კლუბში მუშაობას ასე განსაკუთრებულს. კლუბის წარმატების შემდეგ დიდი აღლუმები იმართება ხოლმე, მაგრამ ლივერპულის გულშემატკივრებს ჟოტას გარდაცვალებაზე განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდათ.. როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ ემოციებს ვერ ვიკავებ.

ძალიან რთული ამბავი მოხდა და წარმომიდგენია რამდენად რთული იქნება ოჯახისთვის და მშობლებისთვის, ფაზა, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ გადიან და მთელი ცხოვრება გაივლიან. მე აღვნიშნე გულშემატკივრების შესანიშნავი რეაგირება ამ ფაქტზე, მაგრამ უნდა გამოვარჩიო გუნდის მფლობელები, რომელთაც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ისინი ბრწყინვალედ მოიქცნენ, ხელმძღვანელობამ მის ცოლსა და შვილებს კონტრაქტი სრულად გადაუხადა. შეიძლება ხალხს ჰგონია, რომ ეს ნორმალურია, მაგრამ ფეხბურთში ასე არ ხდება ხოლმე. - არნე სლოტი - ლივერპულის მთავარი მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ დიოგუ ჟოტა თავის ძმასთან, ანდრე სილვასთან ერთად ტრაგიკულად, ავტოავარიის შედეგად 2025 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა.

სხვა სტატიები