Belive

ხავის მოედნის ხედვა და დე ბრუინეს ტექნიკა - იდეალური ნახევარმცველი როდრის ვერსიით

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ESPN-მა ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის'' საყრდენს, როდრის, სხვადასხვა თვისებებით გამორჩეული ფეხბურთელებისგან იდეალური ნახევარმცველის დასახელება სთხოვა:

  • პასი - ბუსკეტსი

  • მოედნის ხედვა - ხავი

  • შრომისუნარიანობა - კაზემირო

  • უნარები - ინიესტა

  • ტექნიკა - დე ბრუინე

  • მენტალიტეტი - ჯერარდი

  • საფეხბურთო ინტელექტი - ბუსკეტსი

  • კრეატიულობა - ხაბი ალონსო

გასულ სეზონში როდრიმ ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 50 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა, ზაფხულში კი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

28 წლის ფეხბურთელი წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

სხვა სტატიები