Belive

ხავი: ,,რეალთან მოგებას ვიმსახურებდით, სოსიედადთან კი, შეიძლება, არა''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ, ,,სოსიედადთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,გაგვიჭირდა, საუკეთესო მატჩი არ ჩაგვიტარებია. თუმცა, ზოგჯერ ფეხბურთი აუხსნელია. გასულ კვირას რეალთან მოგებას ვიმსახურებდით, დღეს კი, შეიძლება, არა...

თამაში ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. ცოტა მომენტი შევქმენით და თავს არაკომფორტულად ვგრძნობდით. თუმცა, ჩვენთვის ფრე საკმარისი არ იყო და ბოლო 10 წუთისთვის ფიზიკურად მზად ვიყავით.'' - ხავი

ლა ლიგის მე-12 ტურში ,,ბარსელონამ'' ,,სოსიედადს'' სტუმრად 1:0 მოუგო.

კატალონიელებმა გამარჯვების გოლი 93-ე წუთზე გაიტანეს.

12 ტური შემდეგ, ხავის გუნდს 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები