Belive

ხავი პრემიერ ლიგის გუნდს დაუკავშირეს - ესპანელი ლონდონურ გუნდს შესაძლოა უახლოეს მომავალში შეუერთდეს

3 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ლეგენდარული, ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი ხავი ერნანდესი დაინიშნოს. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ლონდონური გუნდის ხელმძღვანელობა ტომას ფრანკის მუშაობით უკმაყოფილოა და მის გათავისუფლებას აქტიურად განიხილავს, ყველაზე რეალურ კანდიდატურად კი როგორც უკვე ვთქვით ესპანელი სპეციალისტი მოიაზრება.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტოტენჰემის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მზადაა ხავისთან მოლაპარაკებების დასაწყებად და შეიძლება ყველაფერი ძალიან მალე გაოფიციალურდეს.

ტოტენჰემს ცუდი პერიოდი უდგას, რადგან ბოლო 7 პრემიერლიგური მატჩიდან მათ მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხეს და ამჟამად მე-11 პოზიციაზე იმყოფებიან (6 მოგება, 4 ფრე, 6 მარცხი).

შეგახსენებთ, რომ ხავი თავდაპირველად კატარულ კლუბ ალ სადში მუშაობდა, ხოლო შემდეგ ბარსელონაში გადაბარგდა, სადაც 2024 წლამდე მუშაობდა.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ესპანელმა სპეციალისტმა თითო-თითოჯერ მოიგო: ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი, კატარის ჩემპიონატი და კატარის ვარსკვლავების თასი. 2-2-ჯერ კი კატარის თასისა და კატარის ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.